შპს „რეალექსპერტი“ გთავაზობთ სრულ სასაქონლო ექსპერტიზას, დოკუმეტაციის ბრუნვას ელექტრონული კანცელარიის მეშვეობით, შემოსულ დაკვეთაზე სწრაფ რეაგირებას და დასკვნის დაჩქარებულ ვადებში მომზადებას, რაც მოგცემთ საშუალებას მოახდინოთ დროისა და თანხების უფრო მეტად რაციონალურად გამოყენება.
სასაქონლო ექსპერტიზის ანგარიში/დასკვნა მზადდება და გაიცემა აკრედიტებული შემფასებელთა სერთიფიკაციის ორგანოს მიერ სერთიფიცირებული (ISO/IEC 17024) პროფესიონალი შემფასებლების მიერ, რაც უზრუნველყოფს კონფედენციალურობას, დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, და გამორიცხავს შეფასების პროცესში ინტერესთა კონფლიქტს.
- მოძრავი ქონები შეფასება
- უძრავი ქონების შეფასება.
მოძრავი ქობენის შეფასება
- საქონლის რაოდენობის განსაზღვრა.
- სასაქონლო ნომენკლატურული კოდის დადგენა
- მოძრავი ქონების (საქონლის) საბაზრო (საცალო,საბითუმო) და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა.
- მოძრავი ქონების საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრა.
- ავტომობილისა და სატვირთო ავტომობილის საბაზრო/სატარიფო ღირებულების განსაზღვრა.
- დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა.
- შერეული საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრა.
- სხვა სახის სასაქონლო საშემფასებლო მომსახურების ჩატარება;
უძრავი ქონების შეფასება
- უძრავი ქონების (ბინის, კერძო სახლთმფლობელობის, სამრეწველო ფართობის, კომერციული და საოფისე ფართობის, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის) საბაზრო ღირებულების განსაზღვრა.
- შესაფასებელი უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები უძრავი ქონების (სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი) საბაზრო ღირებულების განსაზღვრა.
- უძრავ-მოძრავი ქონების საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრა
- გასაუმჯობესებელი ქონება / შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების შეფასება დაკავშირებული
ა) შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან,
ბ) ინფრასტრუქტურულ მშენებლობასთან,
გ) მიწის ნაკვეთის სხვა დანიშნულებით გამოყენება/ რეკონსტრუქციასთან,
დ)იურიდიული ძალის მქონე გეგმაში ათვისების მიზნით გამოყოფილ მიწის ნაკვეთთან,
ე) იურიდიული ძალის მქონე გეგმაში უფრო კომპაქტურად გამოყენების მიზნით გამოყოფილ მიწის ნაკვეთთან.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
შეფასების მეთოდიკა მოიცავს
- ქონების იდენტიფიკაცია
- ქონების მფლობელისა და მსგავსი ობიექტების საექსპლოატაციო/მწარმოებლის გამოკითხვა, შესაფასებელი ქონების მუშაობის პრინციპის, წარმომავლობის და მისი ტექნიკური მახასიათებლების დადგენის მიზნით.
- აუცილებელი ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი.
- ღირებულების სახეების გამოთვლა.
- შედეგების შეთანხმება და საბოლოო ღირებულების დადგენა.
- შეფასების ანგარიშის შედგენა.
სასაქონლო ექსპერტიზა ტარდება სერტიფიკაცირებული შემფასებლების მიერ – ISO/IEC 17024: 2012/2014 სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამიასად და ეფუძნება „შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს“ (IVS).